LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ქონებას ფლობს და რა განათლება აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრ ზურაბ აზარაშვილს

2411
Untitled design - 2021-12-27T163032.822

მას შემდეგ, რაც 9 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, მედიაში გაჩნდა უამრავი ვერსია, ვინ შეიძლება ყოფილიყო მისი შემცვლელი.

აქტიურად განიხილებოდა არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა. ბევრი საუბრობდა მის სამედიცინო განათლებაზეც, მაგრამ დღეს პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

„იგი არის ექიმის ოჯახში გაზრდილი, ჰყავს ხუთი შვილი“- პრემიერმა ჯანდაცვის ახალ მინისტრად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

პრემიერმა ახალი მინისტრის წარდგენამდე ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ეკატერინე ტიკარაძე გადადგა თანამდებობიდან და მინდა, პირველ რიგში, მას გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები. დღეს წარმოგიდგენთ ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს.

ის გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი, მას აქვს ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება. არის ძლიერი მენეჯერი. თავად გამოვცადეთ და დავრწმუნდით ამაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი. ზურაბ აზარაშვილი მაშინ იყო „დელტას“, ასევე „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობთ განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა საქართველოს ავიაციის აღდგენა. ასევე, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას და ასე შემდეგ.

ზურაბ აზარაშვილი არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი გაზრდილია ექიმის ოჯახში. მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რაც მოსახლეობის წინაშეა. მინდა, ზურას ვუსურვო წარმატება. არის ხუთი შვილის მამა და ვფიქრობ, იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი.

აქვე მინდა, აღვნიშნო, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ასეთი უზარმაზარი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას. სამინისტროს ბიუჯეტი არის დაახლოებით ექვსი მილიარდი ლარი. ეს არის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედი და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

ზურაბ აზარაშვილი 42 წლისაა. დაიბადა 1979 წლის 6 იანვარს ქალაქ ბორჯომში. ჰყავს მეუღლე შორენა ქოქაშვილი, რომელიც ასევე ბორჯომიდანაა და ხუთი შვილი – მარიამ, ანა, ნიკოლოზი, ანდრია, დამიანე აზარაშვილები.

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წელსაა შევსებული, ჯანდაცვის მინისტრი ბერტა ფონ ზუტნერის ქუჩაზე 2გ 123,9 კვ.მ სახლი აქვს, რომელიც 20017 წელს 40000USD 500
კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად აქვს შეძენილი.

დეკლარაციის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრის შვილს, მარიამ აზარაშვილს 2019 წელს ნუცუბიძის 26 ა, ნომერში 2, 133 კვ.მ  ბინა აჩუქეს. მჩუქებელი მითითებული არაა.

მარიამ აზარაშვილის  მფლობელობაშია ასევე მსუბუქი ავტომანქანა ტოიოტა პრადო, რომელიც 54000 ლარად 2019 წელსაა შეძენილი.

ზურაბ აზარაშვილი “საქართველოს ბანკი” მიმდინარე 563,43 ლარი აქვს, ხოლო “საქართველოს ბანკის” მიმდინარე  ანგარიშზე 23594,08 EUR (+) -ეა მითითებული.

ზურაბ აზარაშვილს  “საქართველოს ბანკის”ანაბარზე 2606,11 GEL (+) ერიცხება.

 

 

 

ჯანდაცვის მინისტრის ზურა აზარაშვილის განათლება და სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

09/1995 – 07/1999   ESM ბიზნეს სკოლა ბაკალავრი – ბიზნეს ადმინისტრირება;

09/2007 – 07/2009  ESM ბიზნეს სკოლა მაგისტრი – ბიზნეს ადმინისტრირება.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

სამუშაო გამოცდილება:

02/2021 – დღემდე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

03/2020 – 02/2021  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორი.

04/2020 – 02/2021   სს თბილავიამშენი – გენერალური დირექტორი.

 08/2014 – 03/2020  სს ტერაბანკი კომერციული დირექტორი.

04/2013 – 08/2014   სს კორ სტანდარტ ბანკი ოპერაციების დირექტორი.

06/2008 – 06/2012   სს კორ სტანდარტ ბანკი საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსი.

01/2005 – 06/2008 სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი.

08/2003 – 01/2005  სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურეობის უფროსი სპეციალისტი

02/2002 – 08/2003 სს ქართუ ბანკი საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტი.

10/2000 – 11/2001  სს თიბისი ბანკის  საკრედიტო მენეჯერი

06/2000 – 10/2000  სს თიბისი ბანკი ბუღალტერი.

01/2000 – 06/2000    სს თიბისი ბანკი საკრედიტო სესხების ექსპერტი.

 

magti 5g