LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან 33.7 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

67
citrus-pixie-tangerine-1024x618

2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან 26 დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 33.7 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის ღირებულებამ 16.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (22 677 ტონა), სომხეთში (6 086 ტონა), უკრაინაში (3 582 ტონა), მოლდოვაში (463 ტონა), ყაზახეთში (301 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ბელორუსში (140 ტონა), ესტონეთში (104 ტონა), ყირგიზეთში (80 ტონა), და სხვა ქვეყნებში (78 ტონა).

რაც შეეხება სხვა პროდუქციას, უწყების ცნობით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოდან 12.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულება 6.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 744 ტონა), რუსეთში (3 752 ტონა), უკრაინაში (2 385 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g