პარლამენტის ბიუროს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა წარედგინა. პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს 29 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე აირჩევს.
შეგახსენებთ, რომ კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა, მას შემდეგ იგი გადამდგარად ითვლება. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება.