პირს ბროსნანსა და კილი შეის 21 წლიანი ქორწინება აკავშირებთ. ისინი ბევრს მოგზაურობენ და ჯანსაღ ცხოვრებაზეც აქტიურად ზრუნავენ. ამჯერად წყვილი მალიბუზე, ველოსიპედით სეირნობისას გადაღეს.
ჯეიმს ბონდს მუქ ფერებში გადაწყვეტილი ტანისამოსი ეცვა, აღსანიშნავია, რომ მსახიობი ბოლო პერიოდში სრულადაა გაჭაღარავებული. რაც შეეხება მის მეუღლეს, 58 წლის კილის შავი პალტო, ნაცრისფერი ქუდი და იისფერი კაშნე ამშვენებდა.
პირს ბროსნანი და მისი მეუღლე კორონავირუსის პანდემიას ჰავაიზე გაექცნენ