LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიყის დოქები 65 მილიონი ლარით გაიაფდა – მთავრობა ობიექტის გაყიდვას მეხუთედ ეცდება

119
rike23-850x560-2020-03-05-13-25-29-886047

ე.წ „რიყის დოქები“ ისევ იყიდება – მთავრობამ ობიექტის გასაყიდად აუქციონი მეხუთედ გამოაცხადა. ამჯერად, ობიექტი კიდევ უფრო იაფი ღირს და 30 000 000 ლარად იყიდება. აღსანიშნავია, რომ „რიყის დოქების“ ღირებულება თავდაპირველ შეთავაზებასთან შედარებით, 65 მილიონი ლარითაა შემცირებული.

საპრივატიზებო პირობების თანახმად, „რიყის დოქების” მყიდველი ვალდებული იქნება 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და არაუმეტეს 3 წლის ვადაში, მუზეუმის (ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების მუზეუმ(ებ)ის) და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ის/დარბაზ(ებ)ის) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g