ბოლივიური წარმოშობის ფეხბურთის ფანების წყვილმა, რომლებიც ჩილეში ცხოვრობენ, ახალშობილ ვაჟს გრიზმან მბაპე დაარქვეს.
ბავშვის სრული სახელია – გრიზმან მბაპე ჩამბი პაკახე. ის 1 იანვარს დაიბადა ქალაქ კოპიაპოში. მამამ სახელი გასაგებია ვის გამოც შეარჩია – „ატლეტიკოს“ ანტუან გრიზმანის, რომელიც დედის საყვარელი ფეხბურთელია და პსჟ-ს ფორვარდ კილიან მბაპეს პატივსაცემად.
თუმცა ეს არ არის ორიგინალობა, რადგან 2018 წელს საფრანგეთში წყვილს სწორედ ამ სახელის დარქმევა სურდათ შვილისთვის, მაგრამ ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებით ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.