LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები გაუქმდა

82
99c2cc6c911767376e50f20fa683287e

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო, აღნიშნული ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით რეისები შეჩერდა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, გუშინ ყაზახეთიდან ორი რეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა მიმდინარე პროცესების გამო, ფრენების აღდგენის განრიგი ამ ეტაპზე ბუნდოვანია.

„ტავ ჯორჯიას“ ცნობითვე, გუშინ რეისები თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია SCAT-ს და Air Astana-ს უნდა შეესრულებინა. პირველი მათგანი აქტაუდან მოფრინავდა, მეორე კი ალმათიდან. როდის აღდგება ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის, ჯერჯერობით, უცნობია.

შეგახსენებთ, ალმათის აეროპორტი მომიტინგეებმა გუშინ დაიკავეს.

ქვეყანაში საწვავის გაძვირების გამო, ყაზახეთის მთავრობა გადადგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g