LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახვლედიანის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება

86
1

ამ დროისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ გატაცებულია და პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 6 მოქალაქე – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

ახვლედიანის განცხადებით, ქართული მხარე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლდნენ:

“საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ გატაცებულია და უკანონო პატიმრობაში იმყოფება, დღესდღეობით, საქართველოს 6 მოქალაქე. მათი გატაცების პირველი წუთებიდანვე საქართველოს ხელისუფლების და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ყველა წარმომადგენელი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, იმთავითვე ჩართულები ვართ ჩვენი თანამოქალაქეების უპირობო და უმოკლეს ვადაში გათავისუფლების საქმეში.

რა თქმა უნდა, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან”, – განაცხადა ახვლედიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g