LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე: საგარეო საქმეთა სამინისტრო

82
საგარეო საქმეთა სამინისტრო

„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო კვლავ მუდმივ კომუნიკაციაშია საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან, ვისთანაც ვითარების გართულების დღიდან ჰქონდა კომუნიკაცია და პერიოდულად ამოწმებს მათ მდგომარეობას.

როგორია ყაზახეთში მყოფი ქართველების მდგომარეობა – საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

“ბაჩანაც და ბიჭებიც გაყვანილები არიან სამშვიდობოს, ალმაათიდან მოშორებით” – ბოლო ცნობები ყაზახეთში მყოფ ქართველებზე, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ

„ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.

ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ, შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ყაზახეთის პრეზიდენტმა „ტერორისტებისთვის“ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა

ყაზახეთის პრეზიდენტი: რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები

უკონტროლო ვითარება ყაზახეთში: სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა

magti 5g