LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის მამა საავდმყოფოში გადაიყვანეს

120

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნა. მკვლელობაში ბრალდებულია გიორგი ჭანტურია. ბრალდებულის მამა, ზურაბ ჭანტურია შეუძლოდ გახდა და ის საავდმყოფოში გადაიყვანეს. ჭანტურია საგამოძიებო უწყებაში 3 საათზე იყო დაბარებული, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დაკითხვაზე ვერ მივიდა.

მანამდე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ჭანტურიას მამა, ზურაბ ჭანტურია ამბობდა, რომ საბრძოლო მასალა და იარაღები, რომელიც საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოიღეს, არც მას და არც მის შვილს არ ეკუთვნით.

ჭანტურიამ ასევე ისაუბრა, რომ სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტი აქვთ, თუმცა ეს ობიექტები სამსონ ქუთათელაძესთან სადავო არასდროს ყოფილა.

ადვოკატი ამბობს, რომ ჭანტურიას ბრალეულობის შესახებ მას დოკუმენტები არ მიუღია.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g