LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი თუ კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მნიშვნელოვანი ფასი და შედეგები, გაცილებით დიდი, ვიდრე 2014 წელს – აშშ-რუსეთის შეხვედრა დასრულდა

67
BeFunky-collage (7)

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მნიშვნელოვანი ფასი და შედეგები, რაც იმაზე გაცილებით დიდი იქნება, რის წინაშეც ისინი 2014 წელს აღმოჩნდნენ”,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შემანმა ჟენევაში რუს კოლეგასთან, სერგეი რიაბკოვთან გამართული შვიდსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

“აშშ ცდილობს რუტინულ პროცესში ჩაითრიოს რუსეთი” – რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები ჟენევაში: როგორია მოლოდინები?

„ჩვენ დღეს მკაფიოდ ვთქვით, რომ აშშ მიესალმება ჭეშმარიტ პროგრესს დიპლომატიის გზით. ჩვენ ასევე დავადასტურეთ, რომ ჩვენ გვჯერა, რომ ჭეშმარიტი პროგრესის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის პირობებში და არა ესკალაციის.

თუ რუსეთი დარჩება მოლაპარაკებების მაგიდასთან და გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დაძაბულობის დეესკალაციისკენ, ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესის მიღწევას შევძლებთ. თუმცა, თუ რუსეთი დიპლომატიურ გზას გადაუხვევს, აშკარა გახდება, რომ ისინი არასდროს მისდევდნენ დიპლომატიას სერიოზულად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ამასთან დაკავშირებით, მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთ დავით ზალკალიანთან თავისი სატელეფონო საუბარი ახსენა.

„ისევე, როგორც ყველა საკითხში, აშშ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ახალი წლის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი პირდაპირ ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ბორელს, სატელეფონო საუბარი გამართა ბუქარესტის ცხრიანთან, უმასპინძლა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერბოკს ვაშინგტონში და მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ შეხვედრაში.

ასევე, ჟენევაში ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე, მე სატელეფონო საუბრები მქონდა საბერძნეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან; ესპანეთის სახელმწიფო მდივანთან, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივან სანინოსთან და ეუთო-ს გენერალურ მდივან შმიდთან; მე ასევე მქონდა დისკუსიები საფრანგეთთან, გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთთან და იტალიასთან“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არავის მივცემთ უფლებას დახუროს ნატოს ღია კარის პოლიტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g