LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აშშ ცდილობს რუტინულ პროცესში ჩაითრიოს რუსეთი” – ჟენევაში რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები მიმდინარეობს: როგორია მოლოდინები?

144
hreghrewg

რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები ჟენევის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რამდენიმე საათის წინ დაიწყო.

რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექანდრ ფომინი ხელმძღვანელობენ, ხოლო ამერიკულ დელეგაციას შტატების სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე ვენდი შერმანი.

ჟენევაში რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები დაიწყო

პოლიტიკურ მოლოდინებთან დაკავშირებით, რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” დიპლომატმა, პარტია “ევროპელი დემოკარტების” გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ ისაუბრა.

დაიწყო მოლაპარაკებები აშშ რუსეთს შორის, მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში გარღვევას არ ელოდება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის მოსკოვის პოზიცია მოისმინოს, რთული იქნება პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი არ განმუხტავს დაძაბულობას უკრაინის საზღვარზე. 

გაქვთ მოლოდინი, რომ რაიმე სერიოზული, კონკრეტული შედეგებით დასრულდება აღნიშნული შეხვედრა?

„უპირველეს ყოვლისა, არასოდეს არ შეიძლება ერთი შეხვედრიდან რაიმე კონკრეტული შედეგების მიღება, ეს არის პროცესი და პროცესი გარკვეული დროით გრძელდება. მე დეტალებს მივაქცევდი ყურადღებას. რამდენადაც ვიცი, აშშ-ს მუდმივ წარმომადგენლობაში ხვდებიან, რადგან ეს იყო აშშ-ს მოთხოვნა. ბაიდენისა და პუტინის შარშანდელი შეხვედრისას მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორმხრივი დიალოგი დაიწყოს სტრატეგიული უსაფრთხოების შესახებ და ამ ფორმატში უკვე ორჯერ შეხვდნენ, ერთხელ აშშ-ს წარმომადგენლობაში, შემდეგ რუსეთის და ახლა ისევ აშშ-ს წარმომადგენლობაში, ამერიკელებს სურთ, რომ ამ ფორმატში ჩასვან, რუსებს კი პირიქით არ უნდათ და ეწინააღმდეგებიან.

ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს და თან ძალიან მკვეთრად: აშშ ცდილობს რუტინულ პროცესში ჩაითრიოს რუსეთი. ის ხვდება ყველა პარტნიორს, ასევე ნატოს წარმომადგენლობას, ჰქონდათ სატელეფონო საუბრები კიევთან და თბილისთან, ცდილობს გადაანაწილოს პასუხისმგებლობა და სერიოზული საუბრის თემა მოაწყოს.

ძალიან მკაცრი განცხადებებია ბლინკენის მხრიდანაც, მთლიანად თეთრი სახლი ხისტად არის განწყობილი, მაგრამ რუსეთის მხრიდანაც ძალიან მძიმე განცხადებები გვესმის.

ტრადიციულად რუსეთი ულტიმატუმის ენით საუბრობს, რაც სიახლეს არ წარმაოდგენს ჟენევის მოლაპარაკებების წინა პერიოდშიც…

ორივე ულტიმატუმის ენით საუბრობს. დასავლეთი კატეგორიულად აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში ნატოს აღმოსავლეთ გაფართოების საკითხს არ დათმობს, რუსეთი ამბობს, რომ წარვადგინეთ ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენთვის არის აბსოლუტურად აუცილებელი – ჩვენ ველოდებით აშშ-სგან დავინახოთ შეუძლია თუ არა გადაწყვეტილების მიღება. ეს ძალიან მძიმე განცხადებაა რიაბკოვის მხრიდან.

დღეს ბრიფინგებია ჩანიშნული, რომელსაც ცალ-ცალკე გამართავენ, მაგრამ არ ველოდები გადაწყვეტილების მიღებას. ერთადერთი რუსეთის მხრიდან წამოწეული საკითხი შეიძლება შეთანხმდეს – რაკეტების განთავსების თემა, რაზეც ნატომაც განაცხადა და ამერიკელებიც თანახმა იქნებიან. სხვა საკითხებზე შეთანხმებას ვერ ვხედავ.

თუმცა უკრაინის გარდა, ყაზახეთია ერთ-ერთი ცხელი საკითხი, სადაც რუსეთის კვალი ცხადია იკვეთება,

როგორია თქვენი მოლოდინი, რამდენად გაამკაცრებს თავის პოზიციას აშშ?

მე ვერ ვხედავ რუსეთის ჩარევას საწყის პირობებში, იმიტომ რომ რუსეთისთვის ახლა იქ შესვლა აბსოლუტურად ზედმეტი იყო, თუ არ ვცდები, 12 ათასი ჯარისკაცი ჩაიყვანა. აშშ-სთან მოლაპარაკებები აქვს და მაქსიმალურად უნდა გაამახვილოს ყურადღება უკრაინის საზღვარზე, დატვირთოს იქ ჯარებით და პოზიციური უპირატესობა მოიპოვოს.

ახლა მეორე ფრონტის გახსნა რუსეთისთვის სრულიად უსარგებლოა. მაგრამ რადგან ეს მოხდა, იძულებული იყო რაღაც მონაწილეობა მიეღო, მით უმეტეს კუხო-ს ფორმატს (კუხო-ში გაწევრიანებული არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი. კუხო-ს მთავარი ამოცანა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანებული ბრძოლაა – ავტ.) უსარგებლო ორგანიზაციის სახე ჰქონდა მიღებული.

დღესაც იყო კუხო-ს ვირტუალური შეკრება და ტაჯიკეთის პრეზიდენტმა პრეტენზიები განაცხადა, რომ კუხო ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას. ასე რომ, რუსეთი იძულებული იყო, თორემ არა მგონია სურვილი ჰქონოდა და ალბათ შეეცდება მალე გამოვიდეს. ძირითადი დატვირთვა მაინც უკრაინა იქნება, ეს არის სასიცოცხლო საკითხი რუსეთისთვის.

ბოლო დღეებში არეულობამ ყაზახეთში – პოლიტიკოსებსა თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილში ალაპარაკდნენ საქართველოშიც ყაზახეთის მსგავსი სცენარის განვითარებაზე.

რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

ყაზახეთსა და საქართველოს შორის რომ გავავლოთ პარალელი, შესაძლოა, საქართველოშიც მსგავსი ვითარება შეიქმნას?

ჩვენ მკვეთრად უნდა განვასხვავოთ ყაზახური და ქართული საზოგადოება, ცენტრალური აზია სრულიად სხვა მოცემულობაა. დღეს მაგალითად სამი მაღალჩინოსანი იპოვეს გარდაცვლილი საკუთარ სახლებში, უფრო ხისტი ხალხია ქართველებზე. ჩვენ ასეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან განსხვავებით კიდევ გვაქვს შენარჩუნებული დემოკრატიული ინსტიტუციები და ჩვენ პოლიტიკურ ველს ჯერ კიდევ აქვს საშუალება არჩევნების გზით მოიგონ, თუ გაერთიანდებიან და არ იქნება პოლარიზაცია და შეძლებენ ერთად გასვლას არჩევნებზე. 2024 წელს აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება, მაგრამ ამისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო, ასეთი ექსცესები კი ძალიან დაგვწევს უკან.”-აღნიშნა მამუკა გამყრელიძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები