LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეოს ვნებათაღელვამ ზღვიდან ხმელეთზე გადაინაცვლა – უახლესი პაპარაცული ფოტოები

1132
page

ლეონარდო დიკაპრიოს თავბრუდამხვევი არდადეგები გრძელდება. გასულ კვირას ინფორმაცია გავრცელდა, რომ 47 წლის ლეომ ახალი წელი ჯეფ ბეზოსის იახტაზე გაატარა. მოგვიანებით დიკაპრიო შეყვარებულთან, 24 წლის კამილა მორონესთან ერთად სანაპიროზე გადაიღეს. წყვილი ერთმანეთს ვერც ზღვაში წყდებოდა, ისინი ტალღებშიც ვერ იკავებდნენ თავს, და ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

ფოტო: ნაბახუსევი ლეო ჯეფ ბეზოსთან და ლორენ სანჩესთან იახტაზე გატარებული ცეცხლოვანი ღამის შემდეგ გადაიღეს

ფოტო: ლეონარდო დიკაპრიოსა და კამილა მორონეს ვნებათაღელვა ტალღებში~

ცოტა ხნის წინ ახალი ფოტოები გავრცელდა. ამჯერად ლეო და კამილა ხმელეთზე ატარებენ დროს, კამილას შავი, პიკანტური ბიკინი ეცვა, ლეოს კი ცისფერი საცურაო კოსტიუმი. მსახიობი მომხიბვლელ გულისწორს თვალს ვერ წყვეტდა და გვერდიდან ვერ შორდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები