LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათელაშვილი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში სიტყვისთვის 40 წუთს მოითხოვს

70
BeFunky-collage

“ლეიბორისტული პარტიის ლიდერის” განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოკითხვა კვლავ მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა. როგორც ნათელაშვილი ამბობს, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ჩამოყალიბდებიან.

შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“ ატარებს გამოკითხვას, შევიდეს თუ არა პარლამენტში

შალვა ნათელაშვილი – ახლა მიდის პარტიაში მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ

ამასთან, ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მისი უპირველესი მოთხოვნაა მინიმუმ 40-წუთიანი სიტყვის უფლება.

„გამოკითხვა მიმდინარეობს, ძალიან აქტიურად მონაწილეობს ხალხი ამ პროცესში, საგაზაფხულო სესიამდე ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდებით, საგაზაფხულო სესია თებერვალში იწყება.

უპირველესი მოთხოვნა რაც გვაქვს და ოფიციალურად წარვადგენთ ამას, მინიმუმ 40-წუთიანი სიტყვის უფლება პარლამენტში როგორც კი შევალ, არავინ წარმოიდგინოს რომ თუ მე იქ შევალ, [თუ ასე მოხდა, არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება ჯერ], შევალ და დავჯდები ჩუმად“,- განაცხადა ნათელაშვილმა.

როგორც კი გამოკითხვა დავიწყეთ პარლამენტში ჩემს შესვლაზე, პუტინის ლაქია ივანიშვილს ეპილეფსია დაეწყო: შალვა ნათელაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g