LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მოჭიდავეებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატს მხარი დაუჭირეს

84

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი მაისურები მოირგეს. მაისურზე დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ძამბოლატ თედეევის სახეა დაბეჭდილი. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ქართველი და რუსი მოჭიდავეები ერთად დგანან.

რაც შეეხება თედეევს, ის ცხინვალში დაიბადა და 11 წლიდან ჭიდაობას მისდევს. მას მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის სპორტის ოსტატის ჯილდო. თედეევი დე ფაქტო ოსეთის მეექვსე, ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია, დე ფაქტო პარლამენტში ფრაქცია რუსეთის პატრიოტების წარმოადგენს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g