LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელა მერკელი : ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს

52

დღეს , 18 აგვისტოს გერმანიის კანცლერი  რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ბერლინთან ახლოს მდებარე მეზებერგის სასახლეში გაიმართება, რომელიც ქვეყნის მთავრობის რეზიდენციაა.

ლიდერების შეხვედრის მთავარი თემები აქტუალური საგარეო პოლიტიკის საკითხები იქნება. კერძოდ, სირიის ომი, კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში და აგრეთვე ენერგეტიკული საკითხები.

ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგი მსოფლიო კრიზისების მოგვარების გზების ძიებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინთან დიალოგი კონკრეტულ შედეგებს მოიტანს. განცხადება გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გააკეთა.

ეს სამუშაო შეხვედრაა – მისგან განსაკუთრებულ შედეგებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა არსებობს ბევრი პრობლემა, უკრაინითა და სირიით დაწყებული და ეკონომიკური თანამშრომლობით დამთავრებული, ამიტომ ჩვენ მუდმივი დიალოგი გვჭირდება“, – განაცხადა მერკელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები