LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტრები უკეთ გვექცევიან, ვიდრე მოკავშირეები -დონალდ ტრამპი

72

ამერიკას მტრები მოკავშირეებზე უკეთ ექცევიან, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დასავლეთ ვირჯინიაში საკუთარი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი მტრები უკეთ გვექცევიან, ვიდრე მოკავშირეები. ჩინეთთან და სხვებთან ჩვენ ცალმხრივი მოძრაობის გზაზე ვართ,“ – განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონსა და პეკინს შორის დიდი სავაჭრო დეფიციტის შესახებ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთთან ვაჭრობაში არსებული დეფიციტი ტრამპის მხრიდან კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. მიმდინარე წლის 15 ივნისს მან ჩინეთი ამერიკული ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების ქურდობაში დაადანაშაულა და ჩინეთიდან ამერიკაში იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი საბაჟო ტარიფები დააწესა. ჩინეთმა ამ ნაბიჯს სარკისებური ზომების მიღებით უპასუხა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები