LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლეჟავა: „ყველაზე მეტად რამაც მატკინა გული, ეს არის კახეთში არაბების მიერ ნაყიდი ვენახები, ქართველები ჰყავთ დაქირავებულები და ექცევიან, როგორც მონებს…“

206
ninolejava

მსახიობი ნინო ლეჟავა ნანუკა ჟორჟოლიანს ესტუმრა და გადაცემაში ისაუბრა გაჭირვებული ყოფის შესახებ.

ნინო ლეჟავა:

„როდესაც ხელფასი გაქვს 833 ლარი გაქვს ხელზე ასაღები და 770 მიდის ბანკში, პანდემია იქნება თუ არა, პარალელური სამსახური აუცილებლად გჭირდება. მინდა მოვუბოდიშო მაყურებელს, თავად მაბეზრებს თავს ერთი და იმავე ადამიანების ყურება და ამ თემაზეც ბევრჯერ მისაუბრია, მაგრამ ნანუკას ვერ ვეტყოდი უარს, რადგან მის გადაცემაში არასდროს ვყოფილვარ…

შვიდი წლის წინ ვიყიდე სოფელში სახლი. მიწა ცალკე არ მაქვს, მაქვს ეზო და სახლი, სადაც სიხარულით მივრბივარ ხოლმე, საუკეთესო ადამიანებთან, სამეზობლოსა და სამეგობროში. ასფლატზე გაზრდილი ქალი ვარ და მასწავლეთ-მეთქი… იქ გავიგე, რომ რთველის დაწყებისას ბრიგადები დადიან, მკრეფავის ხელფასი 40 ლარი იყო… „სიყვარული ყველას უნდა“ ლაივში მქონდა, ფანტასტიკური გარემო და ძალიან კარგი ხალხი… დგები დილის 5 საათზე, ექვსზე დგება შენი სახლის კუთხეში, მოდის ბრიგადირი სამარშრუტო მანქანით, აგვხიკავს ყველას და მივდივართ ვენახებში. შვიდზე თუ შევიდოდით ხოლმე, ორზე ვრჩებოდით, ნახევარი საათი სადილი იყო. ერთი თვე რომ თეატრში ვიმუშავო, იგივე გამომდიოდა, რაც ვენახში 20 დღეში. თეატრში შეიძლება, სამი სპექტაკლი გქონდეს, მანამდე რეპეტიცია. ყველაზე მეტად რამაც მატკინა გული, ეს არის არაბების მიერ ნაყიდი ვენახები, ჩვენთან, კახეთში. ქართველები ჰყავთ დაქირავებულები და ქართველებს ექცევიან, როგორც მონებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g