მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგორიდან გადმოპარული ოჯახი დააბინავეს. მისივე თქმით, 6 თვის განმავლობაში ბინის ქირას ამერიკაში წასული ემიგრანტების ოჯახი გადაუხდის.
როგორც მაქარაშვილი წერს, ემიგრანტების დახმარებით დაფინანსდება ბავშვის მკურნალობა და ბავშვის მამამ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობა დაიწყო.
„აბა კვირის კარგი ამბები ხომ არ გესიამოვნებოდათ?
დავაბინავეთ ახალგორიდან გადმოპარული ოჯახი!
6 თვე ბინის ქირას გადაუხდის ამერიკაში წასული ემიგრანტების სამეგობრო
კიდევ ერთმა ემიგრანტმა ოჯახმა ბავშვის მკურნალობა დააფინანსა!
კიდევ ერთმა კომპანიამ ბავშვის მამას სამსახური დააწყებინა
ჩემო კარგო ქვეყანავ“, – წერს მაქარაშვილი.
მისივე თქმით, დახმარება კიდევ ერთ ოჯახს სჭირდება, რომლებიც გალიდან, მდინარის მეშვეობით არიან გადმოპარული.
„კიდევ ერთი პატარა ოჯახი გვყავს გადასარჩენი!
გალიდან არიან მდინარით გადმოპარულები
ჩამოაღწიეს თბილისში და ბავშვი ჰყავთ სამკურნალო
ბავშვისთვის კლინიკა უკვე ვიპოვეთ და თითქმის მესამედ ფასად უმკურნალებენ და ფეხზე დააყენებენ ბავშვს
გვჭირდება 2 თვის ბინის ქირის (უფრო ნაკლები ვადით არ ქირავდება) ფული 1050₾.
და კიდევ 150-200 ლარი მაცივრისთვის და მგზავრობისთვის
მოგვეშველეთ
#GE46BG0000000162684987 #GE13TB7962645063300009“, – წერს გიგა მაქარაშვილი
