LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ყიფიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

125

თბილისის პროკურატურაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მივიდა. ყიფიანი საგამოძიებო ორგანოში ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებზეა დაბარებული. პროკურატურაში შესვლამდე ლევან ყიფიანმა კომენტარი არ გააკეთა.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური, ყიფიანმა პასუხი არ გასცა. საგამოძიებო ორგანოში მასთან ერთად ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძეც შევიდა, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს მედიაში „იბერიას“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. აუდიოჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g