LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუგზარ რუხაძე: „ამქვეყნად ჩემი რახურიხის მე-80 წელი მიდის და, არ დაგიმალავთ, ყველაფერი ახლა უფრო მეხალისება, ვიდრე, მაგალითად, ნახევარი საუკუნის წინ…“

868
nugzarruxadze

ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე წერს, რომ მიუხედავად ასაკისა, ახლა ბევრად უფრო მეტად ეხალისება ცხოვრება:

„ამქვეყნად ჩემი რახურიხის მე-80 წელი მიდის და, არ დაგიმალავთ, ყველაფერი ახლა უფრო მეხალისება, ვიდრე, მაგალითად, ნახევარი საუკუნის წინ. ყველაფერი მინდა და მჭირდება, რაც მაქვს და ყველაფერი მიხარია, რასაც ვაკეთებ, თან, მხოლოდ გასართობად კი არ ვაკეთებ, კეთილდღეობაც მოსდევს ხოლმე, როგორც წესი, ჩემს ნაჯახირევს და ჯანის გამაგრებაც. აუ, არ მითხრათ რა, გეხვეწებით, რა დროს შენი კეთილდღეობა და ჯანიაო!

მე ცხოვრებას ახლა ვიწყებ და არ მეზარება. არაფერს არ ვაკლდები. წარსულში იმდენი რამ მომხდარა, წლები დამჭირდება იმ ამბების გასახსენებლად, ავისაც და კარგისაც, მაგრამ წარსულზე ფიქრის დრო აღარ მრჩება. დილით რომ დავგეგმავ ხოლმე საქმეს, იმდენი მაქვს გასაკეთებელი, 24 საათი მეცოტავება. წლებზე გათვლილი გეგმებიც მაქვს. კი ბატონო, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, მაგრამ, რა ვქნა, წინასწარ ვერ ჩავწვები კუბოში. მოდუნებას ვერ ვიტან. მანქანა ჩქარა თუ არ მიმყავს, გული მიწუხს. ნელა აზროვნებაც არ შემიძლია. ვერ ვუძლებ ხალხს, ვინც ნელა ფიქრობს, განსაკუთრებით, დუნედ მოფიქრალ ახალგაზრდებს. ვგიჟდები სხარტ გოგო-ბიჭებზე. მათთან ურთიერთობა, შეჯიბრი და პაექრობა ჩემი ტვინის ყველაზე დიდი ვარჯიშია. ერთხელ მკითხეს, რას აკეთებ ისეთს, რომ ვერ გეწევითო და ვუპასუხე, გავრბივარ-მეთქი. გამიგრძელდა  ამბავი, მაგრამ ისე მომინდა ამის თქმა, თავი ვეღარ შევიკავე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g