LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მთავრობამ საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირა

100

საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტს უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

შეთანხმების მიხედვით, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები შიდა ბიომეტრიული პასპორტებით – ID ბარათებით შეძლებენ მიმოსვლას.

როგორც მანამდე საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განაცხადა, შესაბამისი შეთანხმების გაფორმებას მხარეები ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ორი ქვეყნის დელეგაციების ვიზიტისას აპირებენ.

ამჟამად უკრაინასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ 1999 წლის შეთანხმება მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g