LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვენიერაძე: გორის სამხედრო ჰოსპიტალმა სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული კადრები წაშალა ან განზრახ არ შეუნახავს

97
გიორგი მშვენიერაძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული კადრები წაშალა ან განზრახ არ შეუნახავს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიებას შესაბამისი ინფორმაცია როგორც გორის ჰოსპიტლიდან, ასევე სასჯელაღსრულების სისტემიდან ჰქონდა გამოთხოვილი.

„ვაგრძელებთ საქმის მასალების გაცნობას, ამ ეტაპზე დასრულებული გვაქვს 2 ტომის გაცნობა და მომდევნო მასალებს გავეცნობით. საინტერესოა გორის ინციდენტი, რაც დაკავშირებული იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებასთან.

გამოძიებას გამოთხოვილი ჰქონდა ინფორმაცია როგორც გორის ჰოსპიტლიდან, ასევე სასჯელაღსრულების სისტემიდან და როგორც მიღებული პასუხიდან აღმოჩნდა, გორის სამხედრო ჰოსპიტალს წაშლილი აქვს ჩანაწერები ან არ შეუნახავს.

ველოდებით რა პასუხი იქნება პენიტენციური სამსახურიდან, როგორი იქნება მათი ჩანაწერი, თუმცა რა ინფორმაციაც მაქვს მიხეილ სააკაშვილისგან, მის წინააღმდეგ უკანონოდ იყო გამოყენებული ძალა, რომელიც არანაირ მიზანს არ ემსახურებოდა.“ – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

magti 5g