LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, მალე გავხდები ამერიკის სენატორი – გიორგი შენგელაია

98

თუ ჩემი მოთხოვნები არ შესრულდება, მე წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ძალიან მალე გავხდები ამერიკის სენატორი, – ამის შესახებ რეჟისორმა, გიორგი შენგელაიამ განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკო-მ უარი უთხრა.

შენგელაია აქციებს აანონსებს და აღნიშნავს, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს.

“დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები არ იქნება სამართლიანი, წესიერი. იქნება ფულების ტრიალი. ამიტომ მე, როგორც ჩემი ოჯახის შვილს, როგორც რეჟისორს არ მეკადრება ასეთ საზიზღრობაში მივიღო მონაწილეობა. მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის არჩევნებზე,” – განაცხადა შენგელაიამ.

მისი თქმით, მან ჩამოაყალიბა მოძრაობა.

“ჩემი საბუთები არის იუსტიციის სამინისტროში. მოძრაობა ჩამოვაყალიბე, არავითარი პარტია. მოძრაობას დავარქვით “ხალხის ნება”, – განაცხადა შენგელაიამ.

მისი თქმით, მომავალი კვირიდან პარლამენტის გადადგომის მოთხოვნით აქციებს დაიწყებს. როგორც შენგელაია აცადებს, მას პრეტენზია აქვს საგამოძიებო კომისიაში მყოფ “ქართული ოცნების” წევრებთან და რომ ოპოზიციამ ყველაფერი ობიექტურად თქვა. როგორც შენგელაია აცხადებს, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, ის აშშ-ში წავა და სენატორი გახდება.

“მე წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ძალიან მალე გავხდები ამერიკის სენატორი “კონსერვატიული პარტიიდან”. იმიტომ კი არა, რომ დავრჩე, არამედ იმიტომ, რომ გამარჯვებული ჩამოვიდე,” – განაცხადა შენგელაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g