Deutsche Welle აჭარის შესახებ კიდევ ერთ გადაცემას ამზადებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები აჭარას სამოგზაურო ტელეგიდის „Meet a local-ის” გადასაღებად სტუმრობს. გადამღები ჯგუფის ობიექტივში მოხვდა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ქართული სამზარეულო და ქედის ღვინის მარნები. ბათუმის შესახებ მომზადებულ ტელეჟურნალს Deutsche Welle-ს მილიონობით მაყურებელი ოქტომბრის ბოლოს ნახავს.
აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია Deutsche Welle-ს ეთერით მიმდინარე წელს დაიწყო. რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ტელეკომპანიის ეთერით ზაფხულსა და შემოდგომაზე გადაიცემოდა. ზაფხულშივე მომზადდა პირველი ტელეჟურნალი ბათუმში მოგზაურობის შესახებ.
Deutsche Welle-ს გარდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ტელეკომპანიებთან, როგორებიცაა BBC, Euronews და CNN. 2019 წლისთვის კი რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად იგეგმება.