LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედაც გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

91
1

რუსთავის საკრებულოს პარტია “საქართველოსთვის” წევრი ნოდარ შეროზია უხელმძღვანელებს.

შეროზია საკრებულოს თავმჯდომარედ 18 ხმით აირჩიეს.

მას მხარი დაუჭირა საკუთარი პარტიის სამმა წევრმა და ასევე “ნაციონალური მოძრაობის” 15-მა დეპუტატმა.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდა “ქართული ოცნება”. მმართველ პარტიას არც საკუთარი კანდიდატი ჰყავდა დასახელებული, აქედან გამომდინარე აღნიშნულ პოსტზე შეროზია ერთადერთი კანდიდატი იყო.

შეგახსენებთ, რუსთავის მსგავსად, ოპოზიციონერი თავმჯდომარეები ჰყავს წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საკრებულოებსაც.

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” წევრი აირჩიეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g