LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონის“ პირობებში კოვიდპასპორტის გაუქმებაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ…აცრამდე სრულიად უსარგებლო კითხვარი ივსება – ბუწაშვილი

208
Untitled design - 2022-02-02T191820.610

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ე.წ. მწვანე პასპორტის გაუქმებას,  ზოგიერთი ჯანდაცვის ექსპერტისგან განსხვავებით არ აპროტესტებს. მისი თქმით, ე.წ. კოვიდპასპორტი ჰქონდათ ისეთ ადამიანებსაც, ვისაც დიდი ხნის წინ ჰქონდა კორონავირუსი გადატანილი.

„ომიკრონმა კი აჩვენა, რომ რეინფიცირების ალბათობა ძალიან მაღალია.

„გულწრფელად რომ ვთქვა, „ომიკრონის“ პირობებში კოვიდ პასპორტის გაუქმებაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ და არც ის მგონია, რომ ეს ფაქტი ეპიდსიტუაციას გააუარესებს (მეტი რაღა უნდა გაუარესდეს, ესეც არ მესმის), იმიტომ რომ:

1. კოვიდ პასპორტის რეგულაციის (ისევე როგორც ზოგადად რეგულაციების) აღსრულება ძალიან ცუდად ხდებოდა და ფაქტობრივად ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

2. კოვიდ პასპორტმა ვაქცინაციის ტემპებს დიდად რომ არ უშველა, ესეც ცხადია.

3. ჩვენთან კოვიდ პასპორტი იმათაც ჰქონდათ, ვინც დიდი ხნის წინ გადაიტანა კოვიდი, არადა, ეს ხალხიც ძალიან ეფექტურად ინფიცირდება „ომიკრონით“.

4. ვაქცინის მთავარი ამოცანა არ არის (არც ადრე იყო დიდად და ომიკრონის პირობებში მით უმეტეს) ინფიცირებისგან დაცვა, ვაქცინის მთავარი ამოცანაა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ანუ გართულებების და სიკვდილის რისკის შემცირება და ამ მისიას აშკარად ასრულებს. ამიტომ კოვიდ პასპორტის, როგორც ინფექციის გავრცელების შემცირების საშუალების როლი არც ისე მნიშვნელოვანია. ანუ ის ფაქტი, რომ ადამიანს კოვიდ პასპორტი აქვს, სულ არ ნიშნავს, რომ ის ინფექციის წყარო ვერ იქნება.

5. კოვიდ პასპორტს ერთადერთი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა, ამჟამად ინფიცირებულების შემთხვევაში, რადგან კოვიდ პასპორტში ჩანს, რომ ადამიანს ახლახან დაუდასტურდა კოვიდი (ესეც მხოლოდ რეგისტრირებული შემთხვევის დროს და თანაც თუ პირი, რომელიც კოვიდ პასპორტს ამოწმებს, საერთოდ დააკვირდება ამას).

6. ძალიან უცნაურია, რომ ზოგიერთი ადამიანი ნანობს, აბა ვაქცინა რატომ გავიკეთე, თუ პასპორტი მაინც გაუქმდებოდაო. კიდევ ვიმეორებ, ვაქცინაციას ადამიანები კოვიდ პასპორტის მისაღებად კი არა, სტაციონარში მოხვედრის და ჟანგბადზე მიერთების რისკის შესამცირებლად უნდა იკეთებდნენ. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთან სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ზუსტად ის ხალხი ერიდება ვაქცინის გაკეთებას, ვისაც ყველაზე მაღალი რისკი აქვს გართულებების, ანუ ვისაც სხვადასხვა დაავადება აქვს. ჯანმრთელები უფრო აქტიურად იცრებიან და არა ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

სხვათა შორის, ამას შეიძლება ისიც უწყობდეს ხელს, რომ აცრამდე სრულიად უსარგებლო კითხვარი ივსება, სადაც ეკითხებიან ამა თუ იმ დაავადების შესახებ. ეს აჩენს განცდას, რომ თუ ეს დაავადება გაქვს, აცრა არ შეიძლება. არადა, არც ერთი ეს დაავადება არ არის აცრის წინააღმდეგ ჩვენება. საერთოდ, სრულიად აუხსნელია, რა საჭიროა ეს კითხვარი. ზედმეტი დროის ხარჯვაა და კიდევ ვიმეორებ, ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ რადგან ეკითხებიან, ე.ი. ამ დაავადებების დროს აცრა პრობლემაა“. – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საკოორკდინაკციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში მწვანე პასპორტის ვალდებულეგა გაუქმდა.

რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება – გაბუნიას განმარტება

magti 5g