LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიკა სალაყაია: “გაუსაძლისის გაძლებიდან იბადებაო ადამიანი, მაგრამ…ვაი, ასეთ გაძლებას, ახლა იმ გზებს ვარკვევ და ვკითხულობ კვლევებს იმის შესახებ, თუ რას განიცდიდი რეანიმაციაში…”

641
BeFunky-collage (3)

მწერალი დიკა სალაყაია კორონავირუსით გარდაცვლილ დასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ამის შესახებ დიკა სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ტრაგედიის ფონზე ყველა სიტყვა ფუჭია.

“გაუსაძლისის გაძლებიდან იბადებაო ადამიანი, მაგრამ…

ვაი, ასეთ გაძლებას…

იქ სიმშვიდე სჭირდებაო… გლოვასაც საზღვარი აქვსო… ისე იცხოვრე, როგორც მას გაუხარდებაო… ძლიერი იყავიო…

ნეტა გაცოდინა რა ფუჭია ყველა სიტყვა… ყველა გამაგრდი და გამძლეობას გისურვებო…

თვალებს დახუჭავ და ისევ, ყოველ დღე იმ გზას გადიხარ… შენი გაფრენის სულისშემძვრელ გზას…

რა არ გამოვიგონე… რას არ ვეპოტინე… ხან ახალ მადიკამენტს ვეძებდი, ხან სასწაულს ველოდი…

ახლა?

ახლა იმ გზებს ვარკვევ და ვკითხულობ კვლევებს იმის შესახებ, თუ რას განიცდიდი რეანიმაციაში… რას გრძნობდი იმ საშინელ დღეს…

რამდენი ხანი დაფარფატებდი დედამიწაზე… მერე სხვა ასტრალში…

სიკვდილსაც მისი სუნი ჰქონია თურმე… როგორ მეზიზღება ეს წყეული სიტყვა… მე კი შენი სურნელი მენატრება, შენი ამოჩემებული სუნამოს სურნელი…

ისე ვარ ზოგჯერ, მხოლოდ შენი შემოძახება თუ გამომაფხიზლებს მაგრამ… რამდენი მაგრამ…”-წერს დიკა სალაყაია.

ცნობისთვის, დიკა სალაყაიას და კორონავირუსით გარდაიცვალა.

კორონავირუსისგან გარდაცვლილი ორსული გოგონას დის, დიკა სალაყაიას მიმართვა: „რატომ დავიღუპე, არ ვიცი…“

თბილისში კორონავირუსით ახალნამშობიარევი 37 წლის ქალი გარდაიცვალა – „ორსული ჩვენთან საკმაოდ დიდხანს, ერთი თვე მკურნალობდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g