“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ ხედვის ძირითად თეზისებს ეხმიანება სოციალურ ქსელში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს გაავრცელა მისი ეკონომიკურ ხედვის ძირითადი თეზისები, რომელზეც ის რუსთავის ციხეში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.
“სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა, ნამდვილად არ არის მითი” – სააკაშვილის ეკონომიკური გეგმა სრულად
“სააკაშვილის “პროგრამა” წავიკითხე.
პოლიტიკაში მონოპოლიები უნდა აიკრძალოსო – ვისაც ბევრი ფული აქვს, პოლიტიკის დაფინანსება უნდა აეკრძალოსო.
ახლა სააკაშვილი ოპოზიციაშია და ინფორმაციის გავრცელებაზე აქვს დამყარებული მონოპოლია.
ამისთვის იყენებს ყველანაირ რესურსს, რაც დარჩა.
ყველას აქრობს მას დაქვემდებარებული მედიებიდან მის გარდა, რომ ხელოვნურად შეინარჩუნოს პირველობა და სხვა არავინ გაძლიერდეს.
მთელი ოპოზიციური ტელემედია მონოპოლიზებული აქვს, 2014 წლიდან (ტაბულა ვერ გააქრო, ყველაფერი სცადა) მისი კონტროლის მიღმა აქტორების გაქრობას ცდილობს, მისი მედიების გამოყენებით და მთავრობაში რომ მოვალ მონოპოლიებს ავკრძალავო
ცხვრის ფარა ჰგონია ხალხი”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.