LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ტაბატაძე: „მე და გია ბაღაშვილი უკვე მესამე წელია, რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ”

168352
თაკო და გია

მსახიობი თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ის და მისი მეუღლე, გია ბაღაშვილი ერთმანეთს მესამე წელია, დაშორებულები არიან:

თაკო ტაბატაძე: „გაოგნებული ვარ იმ ადამიანების ინდიფერენტულობით, ვინც ეს ჩაიდინა. ერთი ზარი არ შემოსულა პირადად ჩემთან…“

„მინდა, ვუპასუხო უამრავ შეკითხვას, რომელიც სოციალურ ქსელებში დამხვდა.

მე და გია უკვე მესამე წელია, რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჩამოგვიყალიბდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ, ცალკე გაგვეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა ერთმანეთთან გვაქვს კარგი ურთიერთობა. ჩვენ გვყავს 4 საოცარი გოგონა, რომელთაც ერთობლივი ძალისხმევით ვზრდით და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. პატარები ჩემთან არიან, თუმცა გია მაქსიმალურ დროს ატარებს მათთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში. ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა.

ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი საოცარი გოგონა და მაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც იმედი მაქვს მალე დავუბრუნდები“.

მცირე ხნის წინ თაკო ტაბატაძის ახლანდელმა მეორე ნახევარმა, ფეხბურთელმა ნუგზარ სპანდერაშვილმა, თაკოსთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გააზიარა. ნუგზარი, რომელსაც მეტსახელად სპანდერას ეძახიან, გორის „დილას“ თავდამსხმელია.

magti 5g