LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეის მდგომარეობით, მგზავრობის საშუალო ღირებულება 32 თეთრი გამოვიდა, თვლა და მათემატიკა ყველამ კარგად იცის – კალაძე

257
reforma-770x578

კახა კალაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ერთიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ, 40 000 სამგზავრო აბონემენტია გაყიდული და მათი დიდი ნაწილი ერთთვიან და ერთწლიან აბონემენტებზე მოდის.

„რაც შეეხება ტარიფს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურის და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოვიდა. ოპონენტების მხრიდან გვესმის კრიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა საზოგადოებას მივმართო, თვლა და მათემატიკა ყველამ კარგად იცის. იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც თქვენ მგზავრობისთვის გჭირდებათ, სხვადასხვა ტიპის პაკეტების შეძენა შეგიძლიათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, 1-ლი თებერვლიდან, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრობის ერთიანი/ინტეგრირებული გადახდის სისტემა ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g