სოციალური ქსელი დღეს სამწუხარო ინფორმაციამ მოიცვა. ცნობილი გახდა, რომ კარინა გრიგორიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, კარინას შვილი ქეითი უკვე მეორე წელია, რაც ლეიკემიას ებრძვის. ბავშვს ძვლის ტვინი იტალიაში გადაუნერგეს. კარინა შვილის დონორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე გახდა ცუდად. შვილის სამკურნალოდ უცხო ქვეყანაში ჩასულ კარინას მძიმე სენი დაუდგინეს. ქეითს ძვლის ტვინი მამამ გადაუნერგა და გოგონა რეაბილიტაციის პერიოდს გადის.
ის ჩემი ერთადერთი ნანატრი შვილია – 4 წლის გოგონას დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს
რას წერს პატარა ქეითის დედიკო, რომელმაც შვილთან ერთად თავი გადაიპარსა და ამით მას განცდა შეუმსუბუქა
კარინას მისი მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან სოციალურ ქსელში.
“ჩემი ეს ნახატი კარინას ქეითისთვის გაიყიდა. მოსწონდა. ვუთხარი- ეს მატარებელი მშვიდობით ჩაგიყვანთ და ჩამოგიყვან-თქო. შვილი გადაარჩინა, თავად კი … როგორ მენანება, როგორ …
არ ვიცი რა ძალა ჰქონდა, რამხელა ომი მოიგო შვილისთვის. რა ბედნიერი იქნება ქეითი წლების მერე,ჯანმრთელი, გაზრდილი, კარინას
პოსტებს რომ წაიკითხავს და შეიტყობს რა სასწაული დედა ჰყავდა.
მშვიდობით განისვენე, მეგობარო”, – წერს ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი.