საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო გაზით აფეთქებას გადაურჩა.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შენობის ბოლო სართულზე სამზარეულოში უყურადღებობის გამო გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვეს და მთელს შენობაში გაზის სუნი იგრძნობოდა.
“114 სწრაფი რეაგირების ბიჭების ოპერატიული მოქმედებით, შენობაში მყოფი ადამიანები ტრაგედიას გადაურჩნენ.
ფრთხილად იყავით გაზის დანადგარებთან და დაიცავით უსაფრთხო მოხმარების წესები!” – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.