LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი შეხვედრა პუტინთან ნაცნობი დისტანციით – რუსული კოვიდტესტი არც გერმანიის კანცლერმა გაიკეთა

79
1

საფრანგეთის პრეზიდენტის შემდეგ, ახლა უკვე გერმანიის კანცლერიც – რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მოლაპარაკების მაგიდას 4-მეტრიანი დისტანციით მიუჯდა.

ვლადიმირ პუტინი და ოლაფ შოლცი ერთმანეთს ამ წუთებში ხვდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დისტანციის მიზეზი, ისევე, როგორც იმანუელ მაკრონის შემთხვევაში, რუსული კოვიდტესტია, რომლის გაკეთებაზეც ოლაფ შოლცმა უარი განაცხადა:

“ოლაფ შოლცს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრამდე რუს ექიმებთან პისიარ-ტესტი არ გაუკეთებია.

გერმანიის კანცლერმა მოსკოვში ჩასვლისთანავე არჩია, ტესტი რუსეთში მდებარე გერმანიის საელჩოში გაეკეთებინა. ტესტირებაზე ასევე მოწვეული იყვნენ რუსეთის ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლები” – წერს Deutsche Welle-ს რუსული ბიურო.

“არ შეგვეძლო მაკრონის დნმ მათ ხელში ჩაგვეგდო” – Reuters-ის ცნობით, 4-მეტრიანი დისტანცია საჭირო იმიტომ გახდა, რომ მაკრონმა რუს ექიმებთან ტესტი არ გაიკეთა

შეხვედრის დაწყებამდე შოლცმა იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც შეხვედრაზე ისაუბრებდნენ:

“ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ რთულ ვითარებაზე, რომელიც შეეხება მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ეს ახლა შესაძლებელია და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარება მოლაპარაკებების გზით”, – თქვა შოლცმა.

შეგახსენებთ, შეხვედრის დროს, მედიაში განსაკუთრებული ყურადღება მხარეებს შორის დარჩენილმა დისტანციამ მიიპყრო.

მანამდე, მსგავსი დაშორებით შეხვედრა ვლადიმირ პუტინსა და იმანუელ მაკრონს შორის 7 თებერვალს გაიმართა.

magti 5g