„რუსეთს ომი არ სურს და მოლაპარაკებისთვის მზადაა“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
პუტინმა უკრაინის ხელისუფლება დონბასის მოსახლეობის გენოციდში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთი დონბასის პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა შეეცდება მინსკის შეთანხმების არარეალიზებული შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოს.
რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის მიღებაზეც გააკეთა. მისი თქმით, დუმის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია რუსული საზოგადოების განწყობას ასახავს.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის დუმამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის პუტინს მიმართა.
ამავე თემაზე:
ზახაროვა: 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც დასავლური პროპაგანდის ომის მარცხის დღე
ბაიდენი: თუ რუსეთი თავს დაესხმება აშშ-ს ან მის მოკავშირეებს, მზად ვართ, ვუპასუხოთ