LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო ხდება

212
1

ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა სავალდებულო ხდება.

“საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით – 94 ხმით მიიღო.

ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო იქნება შენობებზე სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსებაც. 

ცვლილებების ინიციატორი “ქართული ოცნების” დეპუტატი კახა კახიშვილია.

პროექტს მხარი დაუჭირეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმაც.

კახიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა მომავალ თაობას ადრეული ასაკიდან ჩაუნერგონ:

“დასავლეთის სახელმწიფოების ქუჩებში ნებისმიერი უცხოელი გამვლელისათვის ნათელია, თუ როგორ ხარისხშია ამ ქვეყნებში ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა, სადაც არა თუ საჯარო დაწესებულებების, არამედ კერძო სახლების სახურავებზე და აივნებზე ეროვნული დროშებია აღმართული.

სამწუხაროდ, ამის პრაქტიკა და ტრადიცია საქართველოში ჯერჯერობით არა გვაქვს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა უპირველესად ჩვენს მომავალ თაობას ჩავუნერგოთ”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

magti 5g