თბილისი – პარიზის ავიაბილეთები გაიაფდა. საქმე ისაა, რომ ფრანგული ავიაკომპანია Air France თბილისიდან პარიზის მიმართულებით და პირიქით, პრომო ტარიფების შესახებ აცხადებს. ინფორმაციას კი ავიაკომპანიაზე დაყრდნობით “ავიანიუსი” ავრცელებს.
აქციის ფარგლებში, ბილეთების შეძენა 22 თებერვლამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 1-ლი მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით დაიგეგმოს.
Air France-ის ინფორმაციით, თბილისიდან პარიზისკენ და პირიქით მარშრუტზე, ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი 102 ევროდანაა, ხოლო ორი გზა 171 ევროდან (მოსაკრებლის გარეშე).