LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა გინდა პრინცესა დიანას აჯობო – კამილა პარკერი სამოსით დაიანას გარდერობიდან

582
5

კამილა პარკერისა და პრინცესა დაიანას ომზე, რომელიც წლები გრძელდებოდა, მედია ბევრს წერდა. ეს ომი არ დასრულებულა არც პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ. პარკერ-ბოულზმა ცხოვრების მთავარი ნატვრა აისრულა და პრინც ჩარლზს ცოლად გაჰყვა. ის ყოველთვის ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ თავადაც ისეთი კეთილი, თავაზიანი, საყვარელი და მოდური იყო, როგორც ლედი დი.

ორიგინალი და პატენტი  – კამილა პარკერი პრინცესა დაიანას მსგავს სამოსში

სწორედ ამიტომ, კამილამ არაერთხელ სცადა, გაემეორებინა პრინცესა დაიანას ცნობილი „ლუქები“. მაგალითად, სამგლოვიარო შავი სამოსი რომის პაპთან შეხვედრის დროს, წითელი საღამოს კაბები, ვარდისფერი პალტოები შლაპებით, საშემოდგომო „ლუქები“ და სხვა… თუმცა, არცერთმა მცდელობამ არ გაამართლა. ექსპერტები წერენ, რომ კამილას სტილი, ლედი დისგან განსხვავებით, ბევრად კონსერვატიულია და ფაქტია, თავის სტილში კამილა ბევრად ურო ელეგანტურია, ვიდრე მაშინ, როცა ლედი დის „ლუქს“ იმეორებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g