LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ADB რიკოთი-ზესტაფონის გზის ურთულესი მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს

746

აზიის განვითარების ბანკი რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის“ დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა.

შეთანხმება ითვალისწინებს 255,297,000 ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას და აღმოსავლეთდასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევსა და უბისას შორის 12-კილომეტრიანი, ორმხრივი 4-ზოლიანი გზის მშენებლობას.

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღნიშნულ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას, მგზავრობისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის შემცირებას, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.

პროექტის განმახორციელებელია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g