თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე, ახალი მიუზიკლის „თბილისური ვოდევილის“ პრემიერა გაიმართა.
მიუზიკლს თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლესთან ანუკი არეშიძესთან ერთად დაესწრო. წყვილს მეოთხე შვილი ცოტა ხნის წინ შეეძინა და მას შემდეგ, მერის მეუღლე პარიზში იმყოფებოდა.
მიუზიკლში მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. ვოდევილის პრემიერა საგანგებოდ „თბილისობისთვის“ შედგა.