უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ „სანქცირების ყველა შესაძლებლობა ჯერ არ ამოწურულა და რუსეთზე წნეხი უნდა გაიზარდოს“.
მისი განმარტებით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა და დამატებითი ფინანსური დახმარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.
„სანქცირების ყველა შესაძლებლობა ჯერ არ ამოწურულა. რუსეთზე წნეხი უნდა გაიზარდოს. მე ეს უკვე ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. დამატებითი ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილების გამო პრეზიდენტის მადლიერი ვარ“, – წერს ზელენსკი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ყველა სიახლეს გაეცნობით აქ.
Not all possibilities for sanctions have been exhausted yet. The pressure on Russia must increase. Said this to @Vonderleyen. I am grateful to the President for her decision on additional financial assistance.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 25, 2022