გერმანია მზად არის, რუსეთის Swift-დან ჩახსნას მხარი დაუჭიროს. ინფორმაციას უცხოური მედია გერმანიის ფინანსთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე კი, 24 თებერვალს, გერმანიის კანცლერი რუსეთის Swift-დან ჩახსნის წინააღმდეგი იყო-“არც გერმანია დაუჭერს მხარს ამ წინადადებას და არც ევროკავშირი” – განაცხადა გუშინ შოლცმა.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ის ესაუბრა იტალიელ კოლეგას ლუიჯი დი მაიოს, რომელმაც უკრაინას სრული სოლიდარობა გამოუცხადა.
კულებას თქმით, დი მაიომ დაარწმუნა, რომ იტალია რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს დაუჭერენ.