მსახიობი, პენელოპა კრუსი „ინსტაგრამზე“ ემოციურ პოსტს ავრცელებს და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. მან Unicef-ის პოსტი გააზიარა.
„პუტინ, შენ კლავ და ანადგურებ!! ამაზე პასუხს აგებ“ – დევიდ ლინჩი პუტინს მიმართავს
„ახლა უკრაინელ ბავშვებს ისე არაფერი სჭირდებათ, როგორც მშვიდობა. არც ერთმა ბავშვმა, სადაც არ უნდა დაიბადოს, გაიზარდოს ან ცხოვრობდეს, არ უნდა იცოდეს ძალადობისა და კონფლიქტის სისასტიკე. უკრაინაში მილიონობით ბავშვი შუაღამისას აფეთქებების ხმამ გააღვიძა. მათ გამო ახლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი. მოგიწოდებთ, რომ დავიცვათ ბავშვები თავდასხმისგან. 7,5 მილიონი ბავშვი რისკის ქვეშ იმყოფება“, – წერს მსახიობი.