LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა კვენეტაძე: „უკრაინაშიც ბევრი მეგობარი მყავს, რუსეთშიც და რომელ თითს ვუკბინო, არ ვიცი…“

689
giga203

მომღერალი გიგა კვენეტაძე, რომელიც წლებია, რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში ცხოვრობს და მუსიკალურ საქმიანობას ეწევა, ჟურნალ „სარკეს“ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ესაუბრება.

გიგა კვენეტაძე: 

„პოლიტიკურ განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან ძალიან შორს ვარ პოლიტიკისგან, თუმცა მაქვს ჩემი მსოფლმხედველობა და ჩემი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა ხდებოდეს. უკრაინაშიც ბევრი მეგობარი მყავს და რუსეთშიც. შესაბამისად, რომელ თითს ვუკბინო, არ ვიცი, რადგან ეს უფრო პოლიტიკური და სტრატეგიული ბრძოლაა, ვიდრე ამ ორ ხალხს შორის ომი. სამწუხაროდ, შუაში ვართ გაჩხერილები და ძალიან გვიჭირს.

ქართველებს გიჭირთ ახლა რუსეთში?

ქართველს არა მხოლოდ რუსეთში, ყველგან უჭირს. ქართველს საქართველოშიც უჭირს, ევროპაშიც და ყველგანაც. ეს კი ქართული პოლიტიკისა და მანდ არსებული რეალობის ბრალი უფროა, ვიდრე სხვისი. ჩვენ თუ გვიჭირს, ჩვენი ბრალია.

ქართველების ბრალია, ჩვენი ტერიტორიები რომ რუსეთის მიერაა ოკუპირებული?

არა, ეს არ მითქვამს. 30 წელი რომ სახელმწიფო ვერ ჩამოვაყალიბეთ, ეს სხვას უნდა დავაბრალოთ?! ტერიტორიები რომ ოკუპირებულია და აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ტკივილია, ამას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ სხვა, რაც გვჭირს, ჩვენი ბრალია. ქართველს კი ყველგან უჭირს. რუსეთში ახლა დაიწყო ქართული დიასპორის ჩამოყალიბება. ევროპაში ვინ არის ქართველების პატრონი, არ მაქვს ინფორმაცია.

სწორედ იმ დროს წახვედით რუსეთში, როცა ეს ქვეყანა თავს დაგვესხა , ჩვენი ტერიტორიები მოიტაცა… საქართველოში მაშინაც და ახლა მით უმეტეს, ყველა ქართველს, ვინც ამა  თუ იმ ფორმით რუსეთს ემსახურება, მოღალატედ აღიქვამენ. ეს თქვენზე არ მოქმედებს?

ვიღაცის თვალში ალბათ მეც მოღალატე ვარ, ქეთა თოფურიაც და სხვებიც, მაგრამ ჩემს საქმეს ვაკეთებ და ქართული საქმის კეთებისთვის არასდროს დამიხევია უკან. ყველგან ვაფიქსირებ, რომ ვარ ქართველი და ჩემი სული და გული საქართველოშია, მაგრამ იმდენად რთულია ამ ყველაფრის შეჯერება ისე, რომ მოღალატე არ გამოხვიდე… იმედი მაქვს, ყველაფერი გამოსწორდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა…“

ომი უკრაინაში

გიორგი ვაშაძე: „ცოლმა კიევში მარტო არ გამომიშვა“

კახა კუჭავას რუსი მეუღლე: „ყოველდღე ვლოცულობ მშვიდობისთვის!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g