LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის შემდეგი ბაბინ იარის მერე? ნატოს ბაზები? წმინდა სოფიას ტაძარი? ლავრა? რაზეც არ უნდა ოცნებობდნენ, ეშმაკმა დალახვროს, ღმერთი ჩვენთანაა! – ზელენსკი

158
bf967fe0-5668-4cdc-9b5a-4787b15db3c6-alta-libre-aspect-ratio-default-0

გასული ღამის განმავლობაში და დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვში სარაკეტო იერიში მიიტანეს სატანკო სასწავლებელზე, აეროდრომზე და სამხარეო პოლიციის და უნივერსიტეტის შენობებზე. იბომბებოდა უკრაინის სხვა ქალაქებიც: კიევი მარიუპოლი, ჟიტომირი. რუსეთის ჯარების მიერ კიევის სატელევიზიოა ნძაზე თავდასხმისას ჭურვი ჰოლოკოსტის მემორიალსაც მოხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს შეკითხვით მიმართავს, ბაბი იარის შემდეგ, რას უწოდებს „სამხედრო ობიექტებს“.

„გუშინ საღამოს და წუხელ მათ განაგრძეს ჩვენს ქალაქებზე დარტყმა – ბომბები, რაკეტები, არტილერია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ისევ და ისევ საცხოვრებელი უბნების წინააღმდეგ. მარიუპოლი, ხარკოვი, კიევი, ჟიტომირი და უკრაინის სხვა ქალაქები და დასახლებები.

რა არის შემდეგი ბაბინ იარის მერე? კიდევ რომელი „სამხედრო ობიექტები“ ემუქრება რუსეთს? ნატოს ბაზები? წმინდა სოფიას ტაძარი? ლავრა? წმინდა ანდრიას ეკლესია? რაზედაც არ უნდა ოცნებობდნენ, ეშმაკმა დალახვროს, ღმერთი ჩვენთანაა!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის მიმართვა უკრაინელებს: უძლეველობის სიმბოლო ხართ, მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია თქვენით, გპირდებით, დადგება დრო, როცა დავიძინებთ, მაგრამ ეს იქნება გამარჯვების შემდეგ

რუსები ორი მიმართულებით ცდილობენ კიევის ბლოკირებას – გენერალური შტაბის ბოლო ცნობები

ოკუპანტებმა ხერსონში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს – “დაღუპულია ბევრი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g