მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორ აგროვებენ უკრაინაში გასაგზავნად ქართველი მოხალისეები დახმარებას ბავშვებისთვის.
ნანუკა წერს:
„სოციალურ ქსელს ასეთ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს!!! პირადად მეც აქედან გავიგე, სად რა სჭირდებათ და რას აგროვებენ, საოცარი ხალხი ხართ, ორ აფთიაქში ვიყავი, ორივეგან რიგი სწორედ 0 თვიდან ბავშვის კვებაზეა , დგანან აფთიაქებში დედები, გოგონები, ბავშვები კითხულობენ შემადგენლობას და წარმომავლობას, თუ სადაა ესა თუ ის საკვები წარმოებული.
მივედით ფალიაშვილის 60 ნომერში. უამრავი ადამიანია. ელფების კეთილი სამყარო გეგონებათ, ბიჭები, გოგონები ერთად ფუთავენ ყუთს. არ ვიცი, იქნებ, დახმარებაც სჭირდებათ, იმდენი საკვები და საჭირო ნივთია იქ მიტანილი, ისე არიან ჩართული საქმეში, ცრემლს მოგგვრით ეს ერთობა, მადლიერება მათ, ვინც ამ ყველაფერს აკეთებთ, მადლობა!“