LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია: „დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ…“

3796
baia

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია დაობლებული უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანა და აღნიშნავს, რომ ეს ბევრი მიზეზის გამო შეუძლებელია:

„დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ. მადლობა ღმერთს, უპატრონოდ დარჩენილი უკრაინელი ბავშვი ბევრი არაა, თუ საერთოდ არსებობს. რომც არსებობდეს, უკრაინა (და არც სხვა ქვეყანა) ასეთ ბავშვს უცხოეთში არ გააშვილებს, ჯერ შეეცდება, მისივე ნათესავებში უპოვოს შემფარებელი და თუ ასეთი ვერ ნახა, მერე სხვა უკრაინულ ოჯახში გააშვილებს.

ყველა სახელმწიფო ასე იქცევა, არავინ თმობს საკუთარ ბავშვს (მოსახლეობას) ადვილად. ეს სახელმწიფო ინტერესიცაა და ბავშვის ინტერესიცაა. პლუს მთელ ევროპაში და საქართველოშიც მწვავედ დგას უშვილობის პრობლემა და ბევრი ადამიანია რიგში ბავშვის ასაყვანად. მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა.

ქართველ ბავშვს მხოლოდ იმ შემთხვევაში აშვილებენ საზღვარგარეთ, თუ მასზე ყველა მოსურნემ უარი თქვა საქართველოში. და ვისზე ამბობენ უარს? სხვადასხვა ქრონიკული და მძიმე დაავადების მქონე ბავშვებზე.

პ.ს. ერთადერთი გაუგებარი და მოუწესრიგებელი ბავშვთა სახლები არის რელიგიურ დაწესებულებები. სწორედ ამიტომ ვითხოვთ მათ დეინსტიტუციონალიზაციას. საქართველომ თუ ვინმე გაწირა, სწორედ რელიგიურ პანსიონატებში მყოფი ბავშვებია, რომელთა უფლებებიც სასტიკად და სისტემატურად ირღვევა. სახელმწიფო კი უპასუხისმგებლოდ იქცევა, რადგან ეშინია საპატრიარქოსი. მაგრამ ამასაც მივხედავთ!“

ჩემი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება მივიღე, უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები – მაია ასათიანი

მამა ნექტარიოს მჭედლიძე: “გავრცელდა პოსტი, რომ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი… არ შეხვიდეთ შეცდომაში, ეს არის სიგიჟე”

 

magti 5g