LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქერჩში სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

128

ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20 ადამიანამდე გაიზარდა. ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული, აქედან 10 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიებამ შეცვალა კვალიფიკაცია და ახლა გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა თავდაპირველად მომხდარ აფეთქებას გამოძიებამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.

ცნობილია, რომ ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

მომხდარის გამო, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სამდღიანი გლოვა არის გამოცხადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g