LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთმა Rosneft-ის დირექტორის კუთვნილ იახტაზე კონტროლი აიღო: „იახტა სასწრაფო გამგზავრებისთვის ემზადებოდა“

785
fransiaci-maqsavornern-argrave-n233651-1

საფრანგეთის საბაჟომ Rosneft-ის აღმასრულებელი დირექტორის იგორ სეჩინის კუთვნილ იახტაზე კონტროლი აიღო. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე მერის განცხადებით, ეს ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ნაწილია. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Amore Vero-ს კონფისკაცია ხმელთაშუა ზღვის პორტში, ლა-სიოტაში, მარსელის მახლობლად მოხდა, როდესაც იახტა სასწრაფო გამგზავრებისთვის ემზადებოდა. ფრანგული მხარის ინფორმაციით, გემის გასვლას ხელი შეუშალეს, მაგრამ აქტივი სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული არ არის.

შეგახსენებთ, მანამდე, რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს, რომელსაც ევროკავშირმა ასევე სანქცია დაუწესა, გერმანიის ხელისუფლებამ მეგა-იახტა ჩამოართვა. 156 მეტრიანი იახტა უსმანოვის ერთ-ერთი ძვირფასი “ნივთია” და მისი ღირებულება 600 მილიონი დოლარია.

ბლუმბერგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g