LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზამბახიძე – აი, რუსული ხელწერა როგორია, სამი წელი უარი იყო, დღეს მისცეს თანხმობა, მზად ვართ, საქართველოდან მივიღოთ პროდუქციაო, რას ემსახურება ეს ყველაფერი, ვხვდებით, ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს

271
1a9d6057-8f12-4460-8eab-e3c8a1a7dac0-640

“აი, რუსული ხელწერა როგორია: სამი წელია, მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ კომპანიებს ცხოველური საკვების ექსპორტის საშუალება მიეცეთ, სამი წელი უარი იყო, დღეს მისცეს თანხმობა და დაწერეს, რომ აგერ მზად ვართ, საქართველოდან მივიღოთ პროდუქციაო,”-ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზამბახიძე წერს, ყველას დიდი სიფრთხილე გვმართებს.

„რაც ასოციაციის ხელმძღვანელი ვარ, მხოლოდ იმას ვლობირებ, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია მოხდეს, რადგან ვიცით რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან! შეგახსენებთ. რომ ჩემდა სამწუხაროდ, რუსეთის ბაზარზე ვართ 70% დამოკიდებული!

აი, რუსული ხელწერა როგორია: სამი წელია, მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ კომპანიებს ცხოველური საკვების ექსპორტის საშუალება მიეცეთ. სამი წელი უარი იყო, დღეს მისცეს თანხმობა და დაწერეს, რომ აგერ მზად ვართ, საქართველოდან მივიღოთ პროდუქციაო. ნუ, რა თქმა უნდა, დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ქართული კომპანიები თავს შეიკავებენ რუსეთში ექსპორტისგან ახლა!

ასევე, ამდენი ხანია, ფრენები არ გვაქვს რუსეთთან და ახლა დაწერეს, რომ ფრენებს აღვადგენთო! ხოდა, რას ემსახურება ეს ყველაფერი, ვხვდებით! ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველას!“, – წერს ნინო ზამბახიძე „ფეისბუქზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g